Об инструкторе:
Автоматика, автомобиль N4
Телефон: 574 40 40 05
Оцените инструктор
Оценки
საუკეთესოა მამუკა! საერთოდ არ მქონია შეხება მანქანასთან და ყველაფერი მასწავლა. ჩემი ემოციურობის გამო ცოტა გავწვალდი, ერთ-ერთ გაკვეთილზე ნერვიულობისგან ვიტირე კიდეც, მაგრამ იმის მაგივრად, რომ გაბრაზებულიყო, სრული გაგებით და მხარდაჭერით მოეკიდა იმ ფაქტს, რომ ასეთი ფრთხილი ვარ. დამეხმარა ემოციების მოთოკვაში და მასწავლა, როგორ გავხდე თავდაჯერებული. გირჩევთ ყველას, პირველ რიგში ადამიანია!

საუკეთესო მასწავლებელი.
მანქანასთან შეხება საერთოდ არ მქონია და პირველივე ცდაზე ჩავაბარე მამუკას დახმარებით ❤️

საუკეთესოა და ყურადღებიანი ❤️❤️

გამოცდილი და უსაყვარლესი ინსტრუქტორი :> ♥️ ბატონი მამუკას დახმარებით პირველივე გასვლაზე ჩავაბარე

მიუხედავად იმისა, რომ მანქანის საჭესთან პირველად გამოცდამდე ორი დღით ადრე დავჯექი, ბატონმა მამუკამ დიდი მოთმინებით მიმიყვანა იმ დონემდე, რომ წარმატებით ჩავაბარე მართვის გამოცდა.
სასწაულების თუ არ გჯერათ, ეს ადამიანი აზრს შეგაცვლევინებთ.

საუკეთესო მასწავლებელი !

საუკეთესო მიდგომებით ასწავლის, ყველაფერს დეტალურად და გასაგებად ხსნის. უდიდესი რეკომენდაცია მამუკა მასწავლებელს!

ძალიან მაგარი ინსტრუქტორი! ინდივიდუალური მიდგომით!

საუკეთესო ინსტრუქტორი! საუკეთესო ახსნის მეთოდით და მიდგომით.

საუკეთესოაა ❤️დიდი რეკომენდაცია ჩემგან მას💫
